Accessibility links

logo-print

ვიეტნამში ამერიკელი აქტივისტი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს


ვიეტნამის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ ტერორიზმის ბრალდებით, ვიეტნამური წარმოშობის პროდემოკრატი ამერიკელი აქტივისტი დააკავა. ვიეტნამის პოლიციამ ნგუენ ქოს ქუანი 17 აპრილს ქალაქ ჰო შიმინის აეროპორტში აიყვანა. იუწყებიან, რომ იგი ეჭვმიტანილია საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობაში, რაც ვიეტნამსა და აშშ-ს შორის ომის დასრულების დღესასწაულის ჩაშლას ისახავდა მიზნად. 30 აპრილს ვიეტნამში აღნიშნავენ ვაშინგტონის გავლენის ქვეშ მყოფი სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქ საიგონის აღებას ჩრდილოელ ვიეტნამელი კომუნისტების მიერ. ვრცელდება ცნობები, რომ ნგუენ ქოს ქუანი ტერორიზმის ბრალდები 2008 წელს დააკავეს და ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ დეპორტირებული იქნა აშშ-ი.
XS
SM
MD
LG