Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული მედიის თანახმად მერკელმა შეიძლება უარი თქვას უკრაინაში ვიზიტზე


გერმანიის მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით კანცლერმა მერკელმა შესაძლოა უარი თქვას ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე უკრაინაში ვიზიტზე, თუკი უკრაინის ხელისუფლება ციხიდან არ გაათავისუფლებს ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. 51 წლის ტიმოშენკო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 7 წლიან სასჯელს იხდის ხარკოვის ციხეში, სადაც მან ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად გასულ კვირაში შიმშილობა გამოაცხად. „შპიგელის“ თანახმად, თუკი მერკელი არ ჩავა უკრაინაში, მაშინ მის მაგალითს გერმანიის მთავრობის სხვა წევრებიც მიბაძავენ.
XS
SM
MD
LG