Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი დასავლეთს მიანმის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისაკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, მიანმაში ვიზიტისას მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ ან მნიშვნელოვნად შეამსუბუქონ სანქციები ამ ქვეყნის წინაღმდეგ. ამ განცხადებით ის მიანმის პარლამენტში გამოვიდა, რომელშიც, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ოპოზიციონერი პარლამენტარებიც არიან წარმოდგენილნი. ბან კი მუნის ვიზიტის მიზანია მხარი დაუჭიროს ამჟამინდელი რეჟიმის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ ცვლილებებს მიანმაში. გაეროს გენერალური მდივანი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ტეინ სეინს. ელიან, რომ ოპოზიციის ლიდერ აუნ სან სუ ჩისაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG