Accessibility links

logo-print

სუდანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


სუდანის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთ სუდანის მოსაზღვრე რაიონებში. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ეს საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დაკავებები განახორციელოს. შაბათს, სუდანის სამხრეთში დააპატიმრეს ოთხი ადამიანი - დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ სუდანის მოქალაქეები. სუდანის მტკიცებით, ოთხივე ”სამხედრო” საქმიანობას აწარმოებდნენ. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ უცხოელები ტერიტორიის განნაღმვის ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებდნენ.
XS
SM
MD
LG