Accessibility links

logo-print

დღეს ეთერში გავა ტელეკომპანია მე-9 არხი


საცდელ მაუწყებლობას დღეს 21 საათიდან დაიწყებს ტელეკომპანია მე-9 არხი. მისმა დირექტორმა კახა ბეაქურმა სააგენტო პირWელს აცნობა, რომ ეთერი გაიხსნება საინფორმაციო გამოშვებით, რომელსაც პოლიტიკური ტოკშოუ და ანიმაციური ფორმატის პოლიტიკური სატირა მოჰყვება. ბექაურის განმარტებით, საცდელი მაუწყებლობის განმავლობაში ამ პროგრამების გარდა ეთერში გავა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ზაფხულის განმავლობაში კი სატელევიზიო ბადე სრულად დაიტვირთება. 1 მაისიდან ტელეკომპანია მე-9 არხი საცდელ მაუწყებლობას 12 საათიდან დაიწყებს.
XS
SM
MD
LG