Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მიმართვას გამოეხმაურა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვას არჩევნების მონიტორინგისთვის ქვეყანაში მეთვალყურეთა გამოგზავნის შესახებ, წერილობით პირველი გამოეხმაურა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ოფისის დელეგაცია საქართველოში 11-16 ივნისს იმუშავებს, წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდება და შეფასებით დოკუმენტს ეუთოს წარუდგენს. კალანდაძის ცნობით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მეთვალყურეები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაბრუნდებიან.
XS
SM
MD
LG