Accessibility links

logo-print

”სახალხო კრებამ" გააუქმა 26 მაისისთვის დაგეგმილი შეკრება


”სახალხო კრებამ" 26 მაისს თბილისის ფილარმონიაში დაგეგმილი შეკრება გააუქმა. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" 26-27 მაისს აქციის ჩატარება გადაწყვიტა. ”სახალხო კრება” აღნიშნავს, რომ არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პროცესისთვის ხელი არასდროს შეუშლია და ამჟამადაც მიიჩნევს, რომ 26 მაისს ნებისმიერი მასობრივი აქციის პარალელურად გამართვა საზოგადოებაში დაბნეულობას გამოიწვევდა.
XS
SM
MD
LG