Accessibility links

სირიის მედია: იდლიბში თვითმკვლელმა მოიერიშეებმა 8 ადამიანი იმსხვერპლეს


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ იდლიბში დღეს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ორი აფეთქება მოაწყეს, რასაც 8 ადამიანი შეეწირა. სახელმწიფო მედია თავდასხმებს აბრალებს „ტერორისტებს“, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას უპირისპირდებიან. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია, რომელიც ბრიტანეთშია განთავსებული და სირიის ოპოზიციური მოძრაობის ნაბიჯებს აშუქებს, აცხადებს, რომ ორშაბათს მომხდარ თავდასხმებს სულ მცირე 20 ადამიანი შეეწირა. სირიაში ძალადობა გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ შეთანხმების მიუხედავად, რომელიც გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა შეიმუშავა და რომელიც ორი კვირის წინ უნდა ამოქმედებულიყო.
XS
SM
MD
LG