Accessibility links

logo-print

პაკისტანის მთავრობა გმობს ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშებს


პაკისტანის მთავრობამ დაგმო ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული იერიში - მას შემდეგ, რაც პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ამ შეტევას ექსტრემიზმში სამი ეჭვმიტანილი ემსხვერპლა. კვირას მიტანილი იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ პაკისტანის პარლამენტმა ვაშინგტონს მსგავსი თავდასხმების შეწყვეტა მოსთხოვა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ამგვარი თავდასხმები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამკვიდრებულ ნორმებთან“. აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიერ მიტანილი იერიშები მნიშვნელოვან ზომას წარმოადგენს პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრის გასწვრივ ექსტრემისტებთან მიმდინარე ბრძოლაში. იერიშები წარმოადგენს ერთ-ერთ თემას იმ რამდენიმე საკითხიდან, ომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG