Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: ერგნეთის შეხვედრამ ნაყოფიერ ატმოსფეროში ჩაიარა


ეუთო განცხადებით გამოეხმაურა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 22-ე შეხვედრას, რომელიც 30 აპრილს ერგნეთში ჩატარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს შუამავლობით. განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახლახან მომხდარი ინციდენტები და დაკავების შემთხვევები - მათ შორის სროლის ინციდენტი, რომელიც სოფლების ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის მახლობლად მოხდა და ის ზიანი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აღმართულ აბრას მიადგა. განცხადების თანახმად, შეხვედრის ყველა მონაწილემ მოიწონა წინადადება, შემდეგ შეხვედრაზე მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ნაღმებისა და ომის სხვა ნარჩენების შესახებ. ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 აპრილის შეხვედრამ ნაყოფიერ და დაუძაბავ ატმოსფეროში ჩაიარა. შემდეგი შეხვედრა 25 მაისს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG