Accessibility links

logo-print

სირიის ქალაქ იდლიბში სამი აფეთქება მოხდა


ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია" აცხადებს, რომ ჩრდილ-დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქ იდლიბში ორშაბათს მოხდა კიდევ ერთი, მესამე აფეთქება რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა ორმა აფეთქებამ, მიმართულმა უშიშროების უწყების შენობების წინააღმდეგ. სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "სანაას" ცნობით, ორშაბათს ორი აფეთქება მოაწყეს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა და მოკლეს, სულ ცოტა, რვა ადამიანი. ოფიციალური პირები აფეთქებებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ოპონენტ „ტერორისტებს“. ოფიციალური მედია იუწყება აგრეთვე, რომ ორშაბათს რაკეტებით მოეწყო იერიში ცენტრალურ ბანკზე და პოლიციის პატრულზე დედაქალაქ დამასკში, რის შედეგადაც დაიჭრა ოთხი პოლიციელი. სირიაში ძალადობა გრძელდება მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ორი კვირის წინ, გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებული გეგმით.
XS
SM
MD
LG