Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ადასტურებს, რომ ეწყობა იერიშები უპილოტო თვითმფრინავებით


აშშ-ის კონტრტერორისტული უწყების ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა საჯაროდ აღიარა, რომ უპილოტო თვითმფრინავებით ხორციელდება თავდასხმები ალ-ყაიდის წევრებზე. ბრენანმა ორშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით, მეტი ინფორმაცია გავრცელდება ტერორისტების ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავებით ბრძოლის შესახებ. კონტრტერორიზმის საკითხებზე მოხსენებით გამოსვლისას, ბრენანმა დაწვრილებით ისაუბრა უპილოტო თვითმფრინავების პროგრამის დეტალებზე და პროგრამის მხარდამჭერ არგუმენტებზე. აქამდე ამერიკელი ოფიციალური პირები, ჩვეულებრივ, თავს იკავებდნენ ამ პროგრამაზე საჯაროდ საუბრისაგან. უპილოტო თვითმფრინავების იერიშების შედეგად ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილი მრავალი პირია მოკლულია პაკისტანსა და ზოგ სხვა ქვეყანაში. ბრენანმა აღიარა, რომ თავდასხმების დროს იყო სამოქალაქო პირთა დაღუპვის შემთხვევებიც.
XS
SM
MD
LG