Accessibility links

logo-print

"ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა ანგარიში "მედიის თავისუფლება – 2012"


ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მედიის თავისუფლების შესახებ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე უარესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით – მსოფლიოში 6–დან ერთი ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მედიით. „მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში“ შეფასებულია მედიის მდგომარეობა 197 ქვეყანაში. 2011 წელი აღინიშნა „მნიშვნელოვანი წინსვლით“ „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში, მათ შორის – ლიბიასა და ტუნისში, აგრეთვე – მედიის თავისუფლების ხელყოფით ამავე რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის – ირანსა და სირიაში.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, აგრეთვე ევრაზიაში თავისუფალი მედიით სარგებლობის საშუალება აქვს მოსახლეობის 15%–ს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყნების ამ ჯგუფში შედიან ბელორუსია, თურქმენეთი და უზბეკეთი, რომლებმაც ცუდი შეფასება დაიმსახურეს. ჩრდილოეთი კორეა შეფასდა ყველაზე ცუდად მედიის თავისუფლების მხრივ. ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია კი ყველაზე თავისუფალი მედიის მქონე ქვეყნებად. "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე–პრეზიდენტმა კრისტოფერ უოლკერმა მისცა ინტერვიუ რადიო თავისუფლებას და ცალკეულ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეეხო:
„საქართველო არის ერთ–ერთი არა–ბალტიისპირეთის, პოსტ საბჭოთა სამ ქვეყანას შორის, რომელიც „ნაწილობრივ თავისუფლის“ კატეგორიაში მოხვდა და რომელიც დადებითი მიმართულებით მიდის, უკრაინის მდგომარეობის საპირისპიროდ. უკრაინა „ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყანაა, მაგრამ, ჩვენი შეფასებით, უარყოფითი მიმართულებით მოძრაობს“.
XS
SM
MD
LG