Accessibility links

logo-print

ჰოლანდიაში იწყება მარიხუანის გაყიდვის შეზღუდვა


ჰოლანდიაში დღეიდან იწყება მარიხუანის (კანაბისის) გაყიდვის შეზღუდვა. ამ გადაწყვეტილებით ჰოლანდიაში იცვლება პოლიტიკა, რომლითაც მარიხუანის ყიდვა ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. შეზღუდვა პირველ ეტაპზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე გავრცელდება. იქ კანაბისის შეძენა მხოლოდ ჰოლანდიის მოქალაქეებს შეეძლებათ. დღეიდან მათ მოუწევთ მიიღონ ”მარიხუანის ბარათი”, რომლითაც ბალახს კაფეებში შეიძენენ. მარიხუანის მცირე რაოდენობის შეძენა ჰოლანდიაში დღემდე დეკრიმინალიზებული იყო. ამსტერდამის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება შეზღუდვის შემოღებას, თუმცა, მომავალი წლიდან შეზღუდვა მთელ ჰოლანდიაზე გავრცელდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჰოლანდიის მოქალაქეთა ნაწილი ემხრობა, რადგან მობეზრდათ გადატვირთული სატრანსპორტო გზები, ხმაური და ნარკო-დილერები, რომლებიც მილიონობით უცხოელ სტუმარს ამარაგებენ მარიხუანით. თუმცა, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ მაასტრიხტის კაფეების მფლობელები არ აპირებენ ახალი წესის დაცვას.
XS
SM
MD
LG