Accessibility links

ეჰუდ ბარაკი - ”ისრაელი ვერ დაუშვებს, რომ გააბრიყვონ”


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ ”კვლავაც განიხილება ყველა ვარიანტი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ”. ორშაბათს საღამოს თავდაცვის მინისტრი ”უცხოეთის პრესის ასოციაციის” წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო მოლაპარაკებების განახლება ”მას რწმენით არ აღავსებს” და რომ ”ისრაელი ვერ დაუშვებს, რომ გააბრიყვონ”. ბარაკი აცხადებს, რომ ირანი ”უახლოვდება” ბირთვული იარაღის შექმნას და ისრაელმა უნდა აკონტროლოს თავისი ბედი. ისრაელი თვლის, რომ ირანი საფრთხეს უქმნის მის არსებობას, რადგან ირანის ლიდერები არაერთხელ გამოვიდნენ ისრაელის განადგურებისკენ მოწოდებით და ისინი მხარს უჭერენ ანტი-ისრაელურ ჯგუფებს რეგიონში.
XS
SM
MD
LG