Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარგზავნილი ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს


ავღანეთში მეამბოხეთა შესაძლო დამარცხების შესახებ გაჩენილი იმედები, რაც ალ ყაიდის ლიდერის ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ გაჩნდა, ნაადრევი აღმოჩნდა, - განაცხადა სამშვიდობო რეზოლუციის ჩაფუშვის შემდეგ ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში, ელჩმა ვიგაუდას უშაჩკასმა. აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას ელჩმა განაცხადა: „სამშვიდობო მოლაპარაკებები არ არის იოლი და იგი ორივ მხარისაგან გრძელვადიან ვალდებულებებს მოითხოვს". უშაჩკასმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაცია, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა პასუხიმგებელი და ანგარიშვალდებული მთავრობის შექმნაში. ევროკავშირის ელჩის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს შესაძლოა აღარ გააჩნდეთ სურვილი განაგრძონ ავღანეთის დასახმარებლად მილიარდობით დოლარის ხარჯვა.
XS
SM
MD
LG