Accessibility links

logo-print

ლეიბორისტულმა პარტიამ ცსკ-ს სასამართლოში უჩივლა


საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ ცსკ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა და მოითხოვს გაუქმდეს განკარგულება, რომლითაც საარჩვენო ადმინისტრაციამ უარი თქვა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გაყვანის საკითხზე. ლეიბორისტებმა დღეს კვლავ განაცხადეს, რომ ჯარისკაცების დაღუპვის გამო მიხეილ სააკაშვილთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნას.
XS
SM
MD
LG