Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და მედვედევი 1 მაისის დღესასწაულს დაესწრნენ


რუსეთის პრეზიდენტად არჩეული ვლადიმირ პუტინი და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მონაწილეობდნენ საპირველმაისო მსვლელობაში, რომელიც მოსკოვის დედაქალაქში გაიმართა. მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაში რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. დემონსტრანტების კოლონას, რომელსაც წინ პუტინი, მედვედევი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მიუძღოდა ხელთ ეპყრა კრემლის მაქებარი და ოპოზიციის დამცინავი ტრანსპარანტები. ვლადიმირ პუტინი, რომელიც 1 მაისის დემონსტრაციაში უჰალსტუხოდ მონაწილეობდა, 7 მაისს ინაუგურაციის შემდეგ, მესამე ვადით ოფიციალურად შეუდგება რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
XS
SM
MD
LG