Accessibility links

logo-print

პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ შრომის საერთაშორისო დღეს


საქართველოს პროფკავშირები შრომის საერთაშორისო დღეს თბილისში საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. 16 საათიდან მსვლელობა დაიწყება ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ, რომლის წინ 17 საათზე მიტინგი გაიმართება. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნის ფაქტებს, მზარდ უმუშევრობას, დამსაქმებელთა თვითნებობას, გაზრდილ გადასახადებს და ფასებს, უმუშევართა შემწეობის არარსებობას, დაბალ პენსიებს, სტუდენტებისთვის დაკისრებულ მაღალ ჯარიმებს, დამამცირებელ დეკრეტულ შვებულებას და სოციალური დაცვის კუთხით სახელმწიფო მიდგომის არარსებობას. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას და პარლამენტს გაუგზავნიან სპეციალურ მიმართვას და მოუწოდებენ, სერიოზულად იზრუნონ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ვითარების დროულად გამოსწორებაზე. პროფკავშირების აქციას შეუერთდებიან სოციალ-დემოკრატები, რომელთა შეფასებით, საქართველოში შრომის უფლების რეალიზაციისა და დაცვის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. შრომის საერთაშორისო დღე ჯანდაცვის სამინისტორთან აქციით აღნიშნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციამ, რომლის წევრებმაც ქალების შრომის უფლებების დაცვა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG