Accessibility links

logo-print

„ფრიდომ ჰაუსი“: მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო 111-ე ადგილზეა


საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 197 ქვეყნისა და ტერიტორიის ნუსხაში 111-ე ადგილზეა საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 1 მაისს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება, თუმცა, შარშანდელი 55-ის ნაცვლად წელს 52 ქულა მიენიჭა. Freedom House-ის განმარტებით, ამ ცვლილებას განაპირობებს რამდენიმე ახალი გამოცემის შექმნა, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა და მედიამფლობელობის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები.
XS
SM
MD
LG