Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა დისციპლინური წარმოების დაწყების წინადადებით მიმართა კონტროლის პალატას


პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტებების მიღებისას არაერთი კონკრეტული უფლების დარღვევა დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმა. გიორგი ტუღუშმა ფაქტების შესწავლა საკუთარი ინიციატივით 15 მარტს დაიწყო, დღეს დაასრულა და შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები კონტროლის პალატას გაუგზავნა. ომბუდსმენის შეფასებით, პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტებების მიღებისას გამოვლენილი უფლებადარღვევები განაპირობა კონტროლის პალატის მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევამ და იმან, რომ საკანონმდებლო ბაზა სისტემატიზებული არ არის. სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეებისადმი, რომელთა მოქმედებამ ხელყო მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლება. ომბუდსმენმა კონტროლის პალატას გაუგზავნა სისტემური რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება პრევენციული ზომების მიღებას სამომავლოდ უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG