Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: ბინ ლადენის მოკვლის წლისთავი დაფიქრებისკენ გვიბიძგებს


დღევანდელი დღე ყველა ამერიკელისათვის დაფიქრების დღეა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარა ობამამ, როდესაც აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის მიერ ბინ ლადენის მოკვლის წილისათვის მნიშვნელობაზე საუბრობდა იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიკო ნოდასთან ერთად ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამერიკელ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას მიაღწია ქვეყანამ, როდესაც აღასრულა სამართალი ისეთ კაცზე, ვინც ჩვენი 3000 მოქალაქე მოკლა“, - განაცხადა ობამამ და უარყო კრიტიკა, თითქოს თეთრი სახლი ცდილობდა დივიდენდების მიღებას, როდესაც ამ თარიღთან დაკავშირებით ტელეკომპანია ენ-ბი-სის სპეციალურ გამოშვებაში ნაჩვენები იქნა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახი, სადაც ობამა და მისი თანაშემწეები თავს ადევნებდნენ ბინ ლადენზე განხორციელებულ რეიდს. „ჩვენთვის ეს არის შესაფერისი დღეა დაფიქრებისათვის და იმისათვის, რომ მადლობა მივაგოთ ყველას, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG