Accessibility links

სარკოზიმ ცილისწამებისათვის გამოცემას უჩივლა


პარიზში პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო ერთ-ერთ ვებსაიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, ლიბიის ყოფილმა დიქტატორმა მოამარ კადაფიმ 66 მილიონი დოლარით შეეწია სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიას. ნიკოლა სარკოზის სარჩელის თანახმად, ვებსაიტ „მედიაპრინტის“ მიერ გამოქვყენებულ ინფორმაცია ეყრდნობა გაყალბებულ დოკუმენტს და ხოლო თავად გამოცემა კი მემარცხენეების რუპორს წარმოადგენს. ტავის მხრივ „მედიაპრინტი“ უარყოფს ბრალდებას, რომელსაც გამოცემამ ცილისმწამებლური უწოდა. 6 მაისს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზი სოციალისტების ლიდერ ფრანსუა ოლანდს დაუპირისპირდება.
XS
SM
MD
LG