Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ოფიციალური პირის ცნობით, მოკლულია თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელი


ავღანელი ოფიციალური პირის განცხადებით, პაკისტანში შეიპყრეს და მოკლეს ავღანელი თალიბების მაღალი რანგის წარმომადგენელი მოლა ისმაილი, 25 თალიბ მებრძოლთან ერთად. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა, რაჰმატულა ნაბილმა ქვეყნის სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოლა ისმაილი მოკლეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის მზადყოფნის გამო. ნაბილი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში თალიბანის წევრების ხელი ურევია. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა კი სამშაბათს უარყო ცნობა მოლა ისმაილის და კიდევ 25 მებრძოლის დაღუპვის შესახებ. მისი თქმით, მოლა ისმაილი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. ავღანეთში მოქმედმა თალიბანმა მარტში შეწყვიტა მოლაპარაკება შეერთებული შტატებისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG