Accessibility links

logo-print

აშშ გამოთქვამს შეშფოთებას ტიმოშენკოს მდგომარეობის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, მისი ქვეყნის ღრმა შეშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ ეპყრობიან ციხეში უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს. ტიმოშენკო ამბობს, რომ ციხის მცველებმა სცემეს ხარკოვის საპატიმროში, სადაც ის იხდის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაში ბრალდებით მისჯილ შვიდწლიან პატიმრობას. მისმა მხარდამჭერებმა გაავრცელეს ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია, რომ ტიმოშენკოს სისხლჩაქცევები აქვს რამდენიმე ადგილას, მათ შორის მუცელზე. ამასთან, ტიმოშენკო პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღევანდელ განცხადებაში კლინტონი გამოდის მოწოდებით, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო სამედიცინო დახმარებით და კიევში აშშ-ის ელჩს მისცენ მისი ნახვის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG