Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აპირებს, მაისის ბოლომდე დაასრულოს სირიაში მეთვალყურეთა განთავსება


გაერო აპირებს, მაისის ბოლომდე დაასრულოს სირიაში გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით მოქმედი 300 მეთვალყურის განთავსება. ამის შესახებ სამშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სამშვიდობო ოპერაციების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ერვ ლადსუსმა. მისი თქმით, ამჟამად სირიაში იმყოფება სამშვიდობო მისიის 24 წარმომადგენელი. ისინი მეთვალყურეობენ მყიფე ზავს, რომელიც 12 აპრილს ამოქმედდა. როგორც ლადსუსი აღნიშნავს, მეთვალყურეები იუწყებიან ზავის დარღვევის შემთხვევებზე და მათი თქმით, ზავს არღვევენ როგორც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები, ისე ოპოზიციონერთა ჯგუფები. კრიტიკა მიმართულია თვით მეთვალყურეების წინააღმდეგაც, რადგან ისინი შენობებიდან არ გადიან პარასკეობით, როცა, ჩვეულებრივ, იმართება ხოლმე მასობრივი დემონსტრაციები. ლადსუსის თქმით, მეთვალყურეები ბევრს მუშაობენ, ზოგჯერ ღამითაც, რათა ხელი შეუწყონ სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღებას.
XS
SM
MD
LG