Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგ ულტრამემარჯვენეთა ლიდერი უარს ამბობს სარკოზის, ან ოლანდის მხარდაჭერაზე


საფრანგეთში ულტრამემარჯვენეთა ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არ უჭერს არც მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის და არც მის მეტოქეს, სოციალისტური პარტიის წარმომადგენელ ფრანსუა ოლანდს. თვით მარინ ლე პენი ვერ გავიდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მას შემდეგ, რაც კანდიდატებს შორის მესამე ადგილი დაიკავა 22 აპრილის არჩევნების შედეგებით. დღეს მარინ ლე პენმა პარიზში გამართულ დემონსტრაციაზე უთხრა მხარდამჭერებს, რომ ხმას არ მისცემს არც სარკოზის, და არც სოციალისტ კანდიდატ ოლანდს, მხარდამჭერებს კი ურჩევს, საკუთარი შეხედულებისამებრ მოიქცნენ. საფრანგეთში კვირას, 6 მაისს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელში გამარჯვებასაც ოლანდს უწინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG