Accessibility links

logo-print

ობამა ავღანეთში ჩავიდა შეთანხმების გასაფორმებლად


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთს ეწვია, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. შეთანხმება განსაზღვრავს შეერთებული შტატების როლს ავღანეთში, ამ ქვეყნიდან 2014 წელს ამერიკელების საბრძოლო შენაერთების გასვლის შემდეგ. ობამას თვითმფრინავი სამშაბათს საღამოს დაეშვა ბაგრამის აეროდრომზე. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი სულ შვიდი საათით რჩება ავღანეთში. თბილისის დროით დილის ოთხის ნახევრისთვის დაგეგმილია ბარაკ ობამა გამოსვლა ავღანეთში სამხედრო მისიის საკითხზე. ავღანეთში მის ჩასვლას მიიჩნევენ დიდი სიმბოლური მნიშვნელობის ვიზიტად, რადგან ის ემთხვევა ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მოკვლის წლისთავს.
XS
SM
MD
LG