Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვის ბოლოს სირიაში გაეროს 300 დამკვირვებელი ჩავა


გაეროს 300 დამკვირვებლის სირიაში ჩასვლა მაისის ბოლოსათვის არის დაგეგმილი. სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერვე ლადსუმ ჟურნალსიტებს უთხრა, რომ ახლა სირიაში 24 მშვიდობისმყოფელი და მონიტორინგის მისიის 150 წარმომადგენელია. ისინი აკვირედებიან, თუ როგორ იცავენ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ძალაში 12 აპრილს შევიდა. ლადსუს თქმით, შეთანხმებას ირღვევა როგორც სამთავრობო ძალების, ისე პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეების მხრიდან.
XS
SM
MD
LG