Accessibility links

logo-print

იწყება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიის განხილვა


დღეიდან იწყება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა. ეს დოკუმენტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, შეიმუშავა, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად. დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, შემდეგ კი სტრატეგიის დოკუმენტს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.
XS
SM
MD
LG