Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონაში ისევ იმატა უმუშევრობამ


ახალი ოფიციალური სტატისტიკით, ევროზონის წევრ 17 ქვეყანაში თითქმის 11%-მდე გაიზარდა უმუშევრობა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1999 წელს ფულად ერთეულად ევროს შემოღების შემდეგ. ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატმა ოთხშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მარტში მიაღწია 10,9%-ს, რაც ერთი პროცენტით მეტია შარშანდელი მარტის მაჩვენებელზე. ექსპერტების განმარტებით, უმუშევართა რაოდენობის გაზრდა ასახავს დაღმასვლას ევროზონის წევრთა ეკონომიკაში, როცა მთავრობები ცდილობენ მომჭირნეობის მკაცრი ზომებით გაუმკლავდნენ დავალიანების პრობლემას. ევროსტატის მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა ესპანეთში - 24%.
XS
SM
MD
LG