Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველების ცნობით, სირიაში მოკლეს 15 ჯარისკაცი


ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია" იუწყება, რომ მეამბოხეებმა ჩრდილოეთ სირიაში მოკლეს 15 ჯარისკაცი. უფლებადამცველების ცნობით, იერიში დღეს მოეწყო ალეპოს პროვინციაში და დაიღუპა ორი მეამბოხეც. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას. ერთი დღით ადრე, სამშაბათს მეამბოხეები იუწყებოდნენ, რომ, სულ ცოტა, 12 ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთში მდებარე დეირ ალ-ზორის პროვინციაში და რომ, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა იდლიბის პროვინციაში ჭურვით მოწყობილი იერიშის შედეგად. სირიაში ძალადობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იმყოფებიან გაეროს მეთვალყურეები სამშვიდობო შეთანხმების დაცვის შესამოწმებლად.
XS
SM
MD
LG