Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი უსაფრთხოებას დაჰპირდა უსინათლო დისიდენტს


აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთმა პირობა დადო, რომ „ჰუმანურად“ მოეპყრობა უსინათლო დისიდენტს, რომელმაც თავი შეაფარა პეკინში შეერთებული შტატების საელჩოს მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გაიქცა შინაპატიმრობიდან. დისიდენტმა ჩენ გუანჩენმა ოთხშაბათს დატოვა შეერთებული შტატების საელჩო მას შემდეგ, რაც დაჰპირდნენ, რომ მას და მის ოჯახს ჩინეთში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ. შეერთებული შტატების საელჩოს გადაწყვეტილებამ, შეეფარებინა დისიდენტი, დაძაბულობა შემატა ჩინელ ოფიციალურ პირებთან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოლაპარაკებას, რომელიც ამ კვირაში პეკინში იმართება. ჩინეთი მოითხოვს ბოდიშს შეერთებული შტატებისაკენ, ჩენ გუანჩენის საკითხში პეკინის საშინაო საქმეებში ჩარევის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG