Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მედიის ცენზორ ქვეყნებს ასახელებს


ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში მედიის ცენზურის სიმკაცრით გამორჩეულ ქვეყნებზე. ათ ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე ძლიერია ცენზურა, სახელდება ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაც - უზბეკეთი და ბელორუსია. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის შეფასებით, მაგალითად, ბელორუსიაში „იატაკვეშეთში“ თუ არსებობს ის, რაც თავისუფალი მედიიდან დარჩა. მედიის ცენზურის მაჩვენებლით შედგენილ სიაში, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ითვალისწინებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი, რამდენად თავისუფლად გადაადგილდებან ჟურნალისტები, რამდენად წარმოდგენილია ქვეყანაში კერძო საინფორმაციო საშუალებები. ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვს ერითრეას. მას მოჰყვებიან ჩრდილოეთი კორეა, სირია, ირანი. ანგარიში გამოქვეყნდა ერთი დღით ადრე 3 მაისამდე, როცა აღინიშნება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე.
XS
SM
MD
LG