Accessibility links

logo-print

ვაშაძე: ჯვრის მონასტრის თემა საქართველოსა და ისრაელის მთავრობათა განსახილველი საკითხი არ არის


იერუსალიმის ჯვრის მონასტრის თემა საქართველოსა და ისრაელის მთავრობათა განსახილველი საკითხი მართლაც არ არის, რადგან იერუსალიმის საპატრიარქო დამოუკიდებელი ერთეულია - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძის კომენტარი მოჰყვა საქართველოში ისრაელის ელჩის, იცხაკ გერბერგის გუშინდელ განცხადებას, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიების გადასაწყვეტია და მასთან ისრაელის მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მან წერილი გაუგზავნა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისგან მიიღო პასუხი, რომ თუ საქართველოს მხარეს კონსულტაცია ან რჩევა დასჭირდა, ისრაელი დასახმარებლად მზად არის. ვაშაძემ აღნიშნა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის თემის დეტალურად კომენტირება უადგილო იქნებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები პრეზიდენტის მითითებით დაიწყო და პირველი შედეგებისთანავე ის საზოგადოებას ეცნობება.
XS
SM
MD
LG