Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის მთავრობა ბოიკოტს უცხადებს ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უკრაინაში


ავსტრიის მთავრობა ამბობს, რომ ბოიკოტს უცხადებს ფეხბურთში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატისათვის უკრაინაში დაგეგმილ მატჩებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ციხეში მყოფი იულია ტიმოშენკოს მდგომარეობის გამო პროტესტის ნიშნად. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაელ შპინდელეგერის განცხადებით, ავსტრიის მთავრობის წევრები არ დაესწრებიან მატჩებს, რომლებიც უკრაინაში გაიმართება. 8 ივნისიდან ეს ქვეყანა პოლონეთთან ერთად უსპანძილებს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც ნათქვამი აქვს, რომ მისი მთავრობის წევრებმა შესაძლოა, უარი თქვან მატჩებთან დაკავშირებით უკრაინაში ჩასვლაზე. ტიმოშენკო, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, აცხადებს, რომ ის ციხის მცველებმა სცემეს. ამის შემდეგ ტიმოშენკო პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.
XS
SM
MD
LG