Accessibility links

logo-print

უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის მოკავშირე


უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრი იანოშ ადერი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა. ორბანმა და ადერმა ერთად დააარსეს ამჟამად მმართველი პარტია „ფიდესი“. პრეზიდენტს, რომელიც ხუთწლიანი ვადით აირჩიეს, ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს, თუმცა აქვს ასევე უფლება, კანონპროექტები გადასასინჯად დაუბრუნოს პარლამენტს, ან გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს. იანოშ ადერი პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის პალ შმიტს, რომელიც გასულ თვეში გადადგა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ჩამოართვა მეცნიერებათა დოქტორის წოდება პლაგიატში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG