Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: „მომეცით კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი“ წყალტუბოს ასაღორძინებლად


დღეს ქუთაისში ქალაქის დღესასწაული - ქუთაისობა - იზეიმეს. ცერემონებში მონაწილეობა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. სააკაშვილმა ქუთაისის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას მიმართა სიტყვით, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. პრეზიდენტმა პარლამენტის ქუთაისში გადატანით ამ ქალაქის, როგორც „მეორე დედაქალაქის“, მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის დასავლეთ საქართველოზე, კერძოდ კი აფხაზეთზე, კონტროლის დაბრუნების დასაწყისი. "ჩვენ ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, ისევე, როგორც დავიბრუნეთ აჭარა გასულ წლებში" - განაცხადა მან. ამასთან, სააკაშვილმა ბათუმის თეატრში შეკრებილ აუდიტორიას მიმართა, მომეცით „კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი“ და წყალტუბოს კურორტს ევროპაში საუკეთესო ადგილად ვაქცევო. სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა 2013 წელს ეწურება - თუმცა მას შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება, როცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუციური ნორმები შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG