Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთი გასცემს ორგანოთა ტრეფიკინგის გარშემო საერთაშორისო გამოძიების ჩატარების უფლებას


ალბანეთმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფს საშუალებას აძლევს ჩაატაროს გამოძიება იმის შესახებ, ყიდიდენ თუ არა კოსოვოელი ალბანელი მეამბოხეები პატიმრების შინაგან ორგანოებს 1998-1999 წლების კოსოვოს ომის დროს. პრემიერ-მინისტრმა, სალი ბერიშამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ კანონპროექტი - რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს - უცხოელ გამომძიებლებს უფლებას მისცემს ალბანეთის ტერიტორიაზე ჩაატარონ საგამოძიებო სამუშაოები. 2010 წელს ევროსაბჭოს მომხსენებელმა, დიკ მარტიმ შეიმუშავა ანგარიში, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ მეამბოხე ძალის - კოსოვოს განთავისუფლების არმიის - მაღალჩინოსანი ლიდერები კონფლიქტის დროს და მის შემდეგ ჩართული იყვნენ ორგანოთა ტრეფიკინგში. ანგარიშში გამთქმული ბრალდებით, ორგანოებს აცლიდნენ პატიმრებს, მათ შორის ბევრ სერბს, რომლებიც კოსოვოს განთავისუფლების არმიას გვიანდელ 1990 წლებში ალბანეთში ჰყავდა დაკავებული. კოსოვო და ალბანეთი ბრალდებას უარყოფენ. ევროკავშირმა გამოძიების ჩასატარებლად საგანგებო გუნდი დააკომპლექტა, რომელსაც ამერიკელი პროკურორი, ჯონ კლინტ უილიამსონი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG