Accessibility links

logo-print

ერაყის მიმალვაში მყოფი ვიცე-პრეზიდენტის სასამართლო გადაიდო


ბრალდებულის, ერაყის ვიცე-პრეზიდენტის, ტარიკ ალ-ჰაშიმის
დაუსწრებლად მიმდინარე სასამართლო პროცესი ბაღდადში ათ მაისამდე გადაიდო. დღეს ბაღდადში გამართულ პროცესზე, სუნიტ ვიცე-პრეზიდენტს, ჰაშიმის ბრალად წაუყენეს ტერორიზი, სადამსჯელო რაზმის ორგანიზებასთან კავშირში. ორშაბათს ჰაშემის და მისი დაცვის ხალხს ბრალად წაუყენეს, რომ დგანან ექვსი მოსამართლის მკვლელობის უკან. თვითონ ჰაშიმი, მას მერე, რაც მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა, ერაყიდან წავიდა. ის ყველაზე მაღალი რანგის სუნიტი პოლიტიკოსია ერაყში, რომელსაც ახლა შიიტების მთავრობა მართავს.
XS
SM
MD
LG