Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პრემია მიანიჭეს


დღეს თავისუფალი პრესის მომხრეები მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავენ. გაეროს უწყებამ იუნესკომ, რომელიც სამდღიან კონფერენციას მართავს ტუნისში, სადაც პირველი საპროტესტო გამოსვლება მოეწყო არაბულ ქვეყნებში, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ეინულა ფატულაევს მიანიჭა გილერმო კანოს პრემია პრესის თავისუფლებისთვის გაწეული შრომისთვის. ფატულავევმა თავისი საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ციხეში ოთხი თვე დაჰყო. მედიის უფლებათა დამცველები თვლიან, რომ ჟურნალისტები მზარდი იერიშის სამიზნე არიან მთელ მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG