Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ელჩი შეხვდა ”ქართული ოცნების” აქტივისტებს


საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი ქუთაისში შეხვდა კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტებს, რომელთა განცხადებით, 2 მაისს მათი მშვიდობიანი აქცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის ჭავლით დაშალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ელჩმა პირადად აქციის მონაწილეებისგან მიიღო და შესაბამის ვიდეომასალას გაეცნო. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა მისი აქტივისტებისა და შვეიცარიელი დიპლომატის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც გიუნტერ ბეხლერი ქუთაისში მომხდარ ფაქტს მიუღებელს უწოდებს. ელჩის განცხადებით, თავად საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს დაცვა ისეთი დემოკრატიული ფასეულობებისა, როგორიცაა თავისუფლება და არჩევანის უფლება.
XS
SM
MD
LG