Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არჩევანის თავისუფლებისათვის" ნაციონალურ მოძრაობას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს


კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისათვის" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის დარღვევაში. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრებმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფთან მართავენ შეხვედრებს, რომელთა მონაწილე პედაგოგებისა და აქტივისტების ადგილამდე მიყვანა და გამასპინძლება უფასოდ ხდება. მსგავსი ფაქტების გამო კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” განცხადებით მიმართავს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ნათია მოგელაძეს. წერილობით მიმართვას თან ახლავს ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული მსგავსი შეხვედრების ამსახველი ვიდეომასალა. კოალიცია კონტროლის პალატისაგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს და ანალოგიური განცხადებით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
XS
SM
MD
LG