Accessibility links

logo-print

ტუნისში ტელეარხის დირექტორი დააჯარიმეს ისლამის შეურახმყოფელი ფილმის ჩვენებისთვის


ტუნისის სასამართლომ ერთ-ერთი ტელეარხის დირექტორს დააკისრა ათასხუთას დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა იმის გამო, რომ უჩვენა საფრანგეთ-ირანის ერთობლივი ნაწარმოები ფილმი „პერსეპოლისი“, რომელსაც ზოგიერთი ისლამის შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. „პერსეპოლისი“ მულტიპლიკაციური ფილმია, რომელშიც აღწერილია პარტარა გოგონას ცხოვრება ირანის ისლამური რევოლუციის დროს. ფილმმა გამოიწვია აღშფოთება, რადგან მასში გამოყვანილია ალაჰი, მაჰმადიანთა ღმერთი, რომლის ფიზიკური ჩვენება აკრძალულია. ეს საქმე ტუნისში მედიის უფლებების დაცვისთვის გამოცდა გამოდგა. ეს ქვეყანა რეფორმისტულად მიიჩნევა, იქ დაიწყო შარშან პირველი გამოსვლები არაბულ სამყაროში და იქვე აღნიშნავს იუნესკოს პრესის თავისუფლების დღეს.
XS
SM
MD
LG