Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსინათლო ჩინელი დისიდენტი აშშ-ს სთხოვს თავშესაფარს


აშშ-მა დაადასტურა, რომ უსინათლო ჩინელმა დისიდენტმა, ჩენ გუანჩენმა გადაწყვიტა, მიმართოს აშშ-ის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ჩენს, თუკი მას წასვლა სურს. ჩენი ჩინეთის ხელისუფალთა კონტროლ ქვეშ იყო ხუთშაბათს, პეკინში, ჰოსპიტალში, სადაც ის მოხვდა აშშ-ის საელჩოს დატოვების შემდეგ. საელჩოს მან თავი შეაფარა შინაპატრობიდან გაქცევის შემდეგ. მან განაცხადა, რომ ის თავის და თავისი ოჯახის გამო შიშობს, რომ ხელისუფლება გაუსწორდება. ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, გერი ლოკმა თქვა, რომ ჩენზე ზეწოლა არასოდეს განხორციელებულა, დაეტოვებინა საელჩო. მისივე თქმით, ამერიკელი ექიმები ჩენს პარასკევს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG