Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ანტისარაკეტო მოლაპარაკება „ჩიხშია“


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკება მის მიერ შემოთავაზებული ანტისარაკეტო ფარის ევროპაში განთავსების შესახებ ლამის „ჩიხში“ მოექცა. ხუთშაბათს, მოსკოვში მიმდინარე კონფრენციაზე, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვას ეძღვნებოდა, სერდიუკოვმა თქვა, რომ მხარეებმა ვერ მოახერხეს ორივესთვის მისაღები გამოსავლის მიგნება. მოსკოვი თვლის, რომ ასეთი ფარი მის უსაფრთხოებას ემუქრება. აშშ-ის აზრით, ფარი მის ევროპელ პარტნიორებს დაიცავს პოტენციური სარაკეტო იერიშისგან ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ირანი. ნატო და რუსეთი 2010 წელს შეთანხმდნენ ამ სფეროში თანამშრომლობაზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG