Accessibility links

logo-print

პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პრემია მიანიჭეს


დღეს თავისუფალი პრესის მომხრეები მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავენ. გაეროს უწყებამ, იუნესკომ, რომელიც სამდღიან კონფრენციას მართავს ტუნისში, სადაც არაბულ ქვეყნებს შორის პირველი საპროტესტო გამოსვლება მოეწყო შარშან, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ეინულა ფატულაევს მიანიჭა გილერმო კანოს პრემია პრესის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის. ფატულაევმა თავისი საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ციხეში ოთხი წელი დაჰყო. მედიის უფლებათა დამცველები თვლიან, რომ ჟურნალისტები მზარდი შეტევის სამიზნე არიან მთელ მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG