Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი „იმედით“ უყურებს ანტი-სარაკეტო სისტემაზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევას


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი რუსეთთან შეთანხმების მიღწევის პერსპექტივის შესახებ, ევროპაში ნატოს ანტი-სარაკეტო სისტემის აგების თაობაზე - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ამ გეგმის წინააღმდეგ თავისი პოზიცია კიდევ უფრო გაამკაცრა. რასმუსენის ციტატა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ანტი-სარაკეტო სისტემის შესახებ ვაშინგტონთან წარმოებული მოლაპარაკებები „ჩიხშიაო“. რუსეთის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ნიკოლაი მაკაროვი კი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთმა ამ ანტი-სარაკეტო სისტემის დაბლოკვის მიზნით შესაძლოა სამხედრო ძალა გამოიყენოს. რუსეთი თვლის, რომ სისტემამ შესაძლოა მის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე. ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ სისტემის მიზანს არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხის შექმნა და რომ ის ემსახურება ევროპის დაცვის მიზანს ირანის მსგავსი ქვეყნების მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG