Accessibility links

logo-print

პუტინი ტიმოშენკოს რუსეთში მკურნალობას სთავაზობს


რუსეთის არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს მკურნალობის რუსეთში ჩატარებას სთავაზობს - იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად ტიმოშენკო და უკრაინის მთავრობა დათანხმდებიან. ამასთან, პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ერთმანეთს არ უნდა დაუკავშირდეს ტიმოშენკოს საქმე და უკრაინის მიერ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის საკითხი, რაც მომავალ თვეშია დაგეგმილი. ტიმოშენკო ჩივის, რომ მას ციხეში ცუდად ეპყრობიან. პუტინმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა დასავლეთის ქვეყნების მოწოდებები ტიმოშეკნოს საქმის გამო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე, განაცხადა - პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშირდესო..
XS
SM
MD
LG