Accessibility links

logo-print

რუსთაველზე სამარშრუტოების მოძრაობა აღდგა


დღეიდან რუსთაველის გამზირზე კვლავ დასაშვებია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ცვლილება მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. ახალ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში 5 ადამიანის ფეხზე დგომაა დასაშვები. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან. უახლოეს მომავალში სამარშრუტო ხაზები ფუნქციონირებას დაიწყებს ჭავჭავაძის გამზირზეც.
XS
SM
MD
LG